ოპერაციული მენეჯერი - ფონდი „თიბისი თიბისელებისათვის“
TBC
AI assistant
Job Description
პოზიციის მიზანი
ოპერაციული მმართველის ძირითადი მიზანია ფონდის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი მართვა, სტრატეგიული მიზნების განხორციელების უზრუნველყოფა, ოპერაციული პროცესების გამართულობისა და ეფექტიანობის ზრდა, ასევე ფონდის რესურსების მიზნობრივი და პასუხისმგებლიანი გამოყენება.
პოზიცია უზრუნველყოფს ფონდის საქმიანობის ორგანიზებას, პროცესების განვითარებას, შესაბამისი შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვასა და ფონდის ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი, დროული და გამჭვირვალე მომსახურების მიწოდებას.
1. ოპერაციული საქმიანობის მართვა
- ფონდის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- ფონდის სტრატეგიული მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ოპერაციული პრიორიტეტების განსაზღვრა;
- საქმიანობის უწყვეტობისა და პროცესების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ოპერაციული პროცესების პერიოდული შეფასება და მათი გაუმჯობესების ინიციირება.
2. ბენეფიციარებთან ურთიერთობა და