უფროსი რისკების მენეჯერი
TBC
AI assistant
Job Description
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ უფროს რისკების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება კორპორატიული დაკრედიტების რისკების გუნდს და რომლის ძირითადი ფოკუსი იქნება უზბეკეთის კორპორატიული საკრედიტო პროექტების შეფასება, დამოუკიდებელი რისკ-პოზიციის ჩამოყალიბება და საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
როლი გულისხმობს უზბეკეთის ადგილობრივ ბიზნესისა და რისკების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობას, კომპლექსური ტრანზაქციების შეფასებასა და სტრუქტურირებას, პორტფელის მონიტორინგს, ასევე გუნდის მხარდაჭერასა და საკრედიტო რისკების მართვის პრაქტიკის განვითარებას. საჭიროების მიხედვით, როლი ასევე ჩაერთვება საქართველოს კორპორატიული საკრედიტო პროექტების შეფასებაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კორპორატიული მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის, ბიზნეს მოდელისა და საკრედიტო პროექტების ანალიზი და ძირითადი რისკების შეფასება;
- მსხვილი და კომპლექსური საკრედიტო ტრანზაქციების შეფასება, სტრუქტურირების განხილვა და დამოუკიდებელი